20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ფარულ ჩანაწერებზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი სავარაუდო ფარული ჩანაწერების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე.

"ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა. მე შემფასებლად ვერ გამოვდგები. ალბათ, ზოგადად შეფასება უნდა მისცეს შესაბამისმა სამსახურმა, მაგრამ შეფასებას ადამიანებიც ვაძლევთ და ყველაზე მძიმე შეფასება ის არის, რომ უნდობლობა იბადება სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია.

ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობის, დაპირისპირების გაჩენა. უშუალოდ ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ალბათ, ეს უნდა პირველ რიგში გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურმა. იმედი მაქვს ამ თემებზე პარლამენტში იმსჯელებენ და შესაბამის დასკვნასაც გააცნობენ საზოგადოებას," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დღის ამბები