20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
"რატომ ლაპარაკობთ სუსის ჩანაწერებზე, როდესაც არაა დამტკიცებული, რაღაცა Word-ის ფაილებში ჩაყრილი ჩანაწერებია" - ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და მისთვის გაუგებარია აღნიშნული მასალის წარმომავლობა.

"არის თუ არა არავინ არ იცის, რატომ ლაპარაკობთ სუსის ჩანაწერებზე, როდესაც ამ რაღაცეებს არ აქვს წარმომავლობა და არ არის დამტკიცებული. რაღაცეებს მეუბნებით, რომ ვიჭორაოთ. მე იმას არ აღვიქვამ როგორც ფაქტობრივ მასალას... რაღაცა Word-ის ფაილებში ჩაყრილი და გამოაცხადეს ვიღაცეებმა, რომ ეს არის სუსის ჩანაწერები.

ეკლესიაც ითხოვს ამ საკითხის გამოძიებას. მე რაღაცა არარსებული ორგანიზაციის არარსებულ თანამშრომელთან მაქვს რაღაცა დაბრალებული და რა უნდა ვილაპარაკო," - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

დღის ამბები