მე-14 ამცრელი ამბულატორია გაიხსნა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ამიერიდან, მოქალაქეებს ვაქცინაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთშიც შეეძლებათ - აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, "სინოფარმითა" და "სინოვაკით" მიმდინარეობს.
ქვეშეთის ვაქცინაციის პუნქტი კვირის განმავლობაში 2 დღე იმუშავებს და 32 სოფელს მოემსახურება.