"ევროპული საქართველოს" ლიდერები, ფოთში ადგილობრივ ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ.
პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი 2 ოქტომბერს, პროდასავლური ოპოზიციისთვის ხმის მიცემაა.
"ფოთი არის მაგალითი საქართველოს ევროპული არჩევანის, ისტორიულიც და ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენი გუნდი, "ევროპული საქართველოსი", აქ იმ კოორდინაციის ფარგლებში, რაც არის ოპოზიციის დემოკრატიულ ნაწილთან ყველა ხმისთვის იბრძოლებს და ყველა ადამიანამდე მიიტანს იმ გზავნილს, რომ ჩვენ ერთად გვაქვს შანსი და მორალური მოვალეობა, რომ ყველგან მარცხი იწვნიოს ივანიშილის რეჟიმმა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, მათი არჩევის შემთხვევაში ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.