20 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს სკოლების გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლების გახსნის შემდგომ კვლავ მათი დახურვა არ გახდეს აუცილებელი. ჯერჯერობით, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების თარიღად 4 ოქტომბერია მიჩნეული.

"გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ჩვენთვის მთავარი მიზანი. მნიშვნელოვანია ის, რომ როცა გაიხსნება სკოლა, შემდგომ აღარ მოგვიხდეს მისი ისევ თავიდან დახურვა. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე პერიოდში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა.

მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები