მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ერთ-ერთი ფიგურანტი, სავარაუდოდ, უფლებადამცველი, ნანა კაკაბაძეა. გაურკვეველი წარმომავლობის ინფორმაციას კაკაბაძე უარყოფს და აცხადებს, რომ მას გავრცელებულ საუბრებთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც თავად აღნიშნავს, საუბრის ფაქტები და თემა აბსოლუტურად გაყალბებულია. ნანა კაკაბაძე ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, ვინც საქმეში ფიგურირებს.
"მე ვარ კერძო პირი და არავის აქვს უფლება ჩემი პირადი საუბრების გამოქვეყნებისა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამ ჩანაწერების 80% არ იყო რეალური, არ შეესაბამებოდა რეალობას, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იყო თუ არა ავთენტური, მთავარია, რომ ირღვევა კანონი და მაშინ, როდესაც სახეზეა ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა, უფლებადამცველები ამ ქვეყანაში დუმან,"- აცხადებს ნანა კაკაბაძე.