26 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ძებნილებს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა - ამ დრომდე უცნობია ბრალდებულების ადგილსამყოფელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნილ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს უკანონოდ იარაღი, დაიქირავეს ავტომობილი და გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, სახაზინო ადვოკატის, დალი ბარბაქაძის თქმით, მისთვის უცნობია ბრალდებულების ადგილსამყოფელი, ასევე უცნობია დატოვეს თუ არა მათ ქვეყანა.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.




დღის ამბები