25 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობის პოლიტიკა - რას ჰპირდება ამომრჩეველს კახა კალაძე

კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობის პოლიტიკა - როგორი იქნება მომდევნო 4 წელი თბილისში ამ მიმართულებით, კახა კალაძე საარჩევნო პროგრამის წარდგენას განაგრძობს. 

მუზეუმებისა და თეატრების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ახალი შესაძლებლობები ხელოვნების არტისტებისთვის - მოქმედი მერი, ამჯერად, თბილისისთვის კულტურის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობდა.

კახა კალაძე ყურადღებას ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ამახვილებს. მისი თქმით, ეს მიმართულება 60 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებსაც ეხებათ.

"მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია ყველა თაობის ადამიანისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ეს პროგრამები, რომლებზეც ვსაუბრობთ, არის კიდევ ერთი ხელშემწყობი მექანიზმი იმისა, რომ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ის, რომ 60 წლის და 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს ექმნებათ შესაძლებლობა, კონკრეტულ საათებში სრულიად უფასოდ ისარგებლონ ყველა იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნია. ეს არის სავარჯიშოები, ეს არის სატრენაჟორო დარბაზები, ეს არის აუზები და ა.შ.“- ამბობს კახა კალაძე.

დღის ამბები