02 სექტემბერი 2026,   20:41
ვრცლად
პარტია "ხალხისთვის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს პარტია "ხალხისთვის". ანა დოლიძემ კანდიდატად მოსახლეობას სერგო ლომიძე წარუდგინა. 

"ფოტოები არის მაჩვენებელი იმისა თუ როგორ არის და როგორ იყო ეს უბანი უგულებელყოფილი თბილისის მერიის მიერ. ჩვენ დავბრუნდით აქ იმისთვის, რომ მოსახლეობას ვუთხრათ, ჩვენ ვიქნებით მისი ძალიან მტკიცე და მებრძოლი, ხმამაღალი ხმა თბილისის საკრებულოში," - განაცხადა ანა დოლიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილ მოსახლეობას ჩუღურეთის განვითარების გეგმა წარუდგინა. ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია "ხალხისთვის“ სერგო ლომინაძე ამბობს, რომ უბნის ყველაზე მწვავე პრობლემა დანგრეული სახლებია. მისივე თქმით, კერძო ინვესტორებთან და ბიზნესთან ერთად დაზიანებული შენობების ახლებით ჩანაცვლება პრიორიტეტული საკითხი იქნება.

დღის ამბები