ტელეკომპანია "რუსთავი 2" დღეს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დღეს, 21 სექტემბერს, "კურიერის" მიერ, ნიკა კვარაცხელიას საქმეზე მომზადებულ რეპორტაჟში გურამ კაკულიას ნაცვლად შეცდომით სხვა პიროვნების ფოტო მოხვდა.
სიუჟეტში ნაჩვენები იყო შალი რამიშვილის ფოტო, რომელსაც კავშირი არ აქვს აღნიშნულ საქმესთან.
"რუსთავი 2" ბოდიშს უხდის პირადად რამიშვილს და მის ოჯახს, "კურიერში" გასული უზუსტობის გამო.