იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ავარიის მიზეზი, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
მინივენის ტიპის მანქანა, ავტობანზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.