გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ანზორ მელია, ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, გარდა ადგილობრივების პრობლემების და მათი გადაჭრის გზებისა, ანზორ მელიამ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ და ქვეყნის დასავლური განვითარებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
ასევე, ანზორ მელიამ ანაკლია, ორულუ, დიდი ნეძი, ერგეტა, ცვანეს მაჟოროტარობის კანდიდატი გია მამფორია წარადგინა.