20 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
"არ მაქვს პასუხი, რა უნდა ყოფილიყო მეტი" - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება, იყო თუ არა საკმარისი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციისთვის

იყო თუ არა საკმარისი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის პროცესისთვის - ჯანდაცის მინისტი, ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის ჩატარებული კამპანია იყო სწორ მიზანზე გათვლილი და სრულიად საკმარისი. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყოველ ახალ ჯგუფს სხვა ტიპის კომუნიკაცია შესთავაზოს სახელმწიფომ.

"მე ხშირად მესმის საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია და საკმარისი კამპანია. მე თვითონ ვარ დაინტერესებული, რომ გავარკვიო, თუ რა არ იყო საკმარისი და რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო. ამ ეტაპისთვის, ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა ვიპოვოთ დამნაშავე, არამედ ვიპოვოთ დამნაშავეები. არ მაქვს პასუხი, თუ რა უნდა ყოფილიყო გაძლიერებული, რა უნდა ყოფილიყო მეტი ან სხვა ფორმატში," - განაცხადა ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები