20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ქობულეთში მეწყერმა სახლი დაანგრია - 9 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სოფელ ქობულეთში ვერულიძეების 2 სართულიანი კაპიტალური სახლი მეწყერმა დაანგრია და ხევში წაიღო.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.სრულიად განადგურდა ციტრუსის ბაღი. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლის ამოტანასაც ნანგრევებიდან ცდილობენ სრულიად უვარგისია.

სულიკო ვერულიძეს ინფორმაციით, სახლს გასულ წელს ჩაუტარდა ფერდსამაგრი სამუშაოები, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არ შესრულდა და მისი ვარაუდით სწორედ ეს გახდა სახლის დანგრევის მიზეზი.
მეზობლების თქმით ოჯახმა დროულად მოახერხა მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

ვერულიძეების 9სულოანი ოჯახი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

დღის ამბები