02 სექტემბერი 2026,   03:18
ვრცლად
ბევრ სხვა საკითხთან ერთად ალბათ ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები - თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე

სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირს არ ენდობა - ასე აფასებენ თბილისში რეფერენდუმის შედეგებს ისლანდიაში.

მოსახლეობის თითქმის 53%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.

კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებას შიდა ეროვნული ინტერესები და თევზჭერის უფლებები წარმოადგენდა. ბრიუსელმა ისლანდიას თევზჭერაზე სპეციალური ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, თუმცა რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირის წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ისლანდიაში ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები.

"მე ვთვლი, რომ ისლანდიას, თქვენც იცით, რომ ის მცირე რიცხოვანი ქვეყანაა, ამავე დროს საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა მოსახლეობის მხრივ და ერთ-ერთი საკითხი, რომელზედაც, რა თქმა უნდა, ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები.

მე ასე ვთვლი, რომ ისინი ბევრ სხვა საკითხთან ერთად ალბათ ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები, რომლებმაც შეიძლება დისბალანსი გამოიწვიოს, ვთქვათ, დემოგრაფიული, თუ ისინი სრულად გაჰყვებიან ევროპის ბიუროკრატიის მიერ და ევროპული ევროპარლამენტის მიერ დაწესებულ რაღაცა რეგულაციებს. ამაზე ამერიკის შეერთებული შტატებიც კი მიუთითებს ევროკავშირს, რომ არასწორი პოლიტიკა გაქვთ და ეს  კრახამდე მიგიყვანთ, თუ ასე გააგრძელებთო,"- აცხადებს შარმანაშვილი. 

დღის ამბები