თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ვანო ზანდარაშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
მანამდე 10 საათიანი მსჯელობის შემდეგ, 11-იდან 8 ნაფიცმა მსაჯულმა ვანო ზანდარაშვილი დამნაშავედ სცნო.
ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს, ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის ადვოკატის პოზიცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა.
პროკურორის, ლაშა ბიწაძის მტკიცებით, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარეს.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატი, გიორგი გაბოძე არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრონ, ადვოკატის თქმით, სამართლიან სასამართლოს ნაწილთან დაკავშირებით მათ უკვე აქვთ 1 სარჩელი სტრასბურგში გაგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსის ყოფილმა მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.