08 მაისი 2024,   05:33
ვრცლად
აფეთქება სოფელ მარტყოფში - რას ამბობენ ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარ ინციდენტზე

აფეთქება სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელთან - "კურიერის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ცენტრში განთავსებული ბანკომატიდან და ჩასარიცხი აპარატიდან ფულის წაღება სცადეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმაური არ გაუგიათ რადგან შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები ამ წუთებშიც აგრძელებენ მუშაობას. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

დღის ამბები