20 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად - ეკატერინე ტიკარაძე ჯანმოს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესიაზე

პანდემია და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები - თემაზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესია გაიმართა. რომელშიც ეკატერინე ტიკარაძემ მიიღო მონაწილეობა.

ჯანდაცვის მინისტრმა, გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

ისაუბრა ვირუსის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობასა და პანდემიის დაძლევისთვის აუცილებელ მექანიზმებზე.

"ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად და ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საფრთხეებზე რეაგირების კუთხით.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა სახელმწიფო სექტორის გაძლიერების აუცილებლობა. განხორციელდა სრულიად ახალი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროების გამოყენება როგორც საეჭვო შემთხვევების, ისე კოვიდის მქონე პაციენტების მართვისთვის, რომელიც მოწონებულ იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს - ვაქცინებს. საქართველოს ვაქცინებით უზრუნველყოფის საკითხში გარდამტეხი როლი შეასრულა COVAX პლატფორმამ, რომელიც ვაქცინების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმია,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები