"აიცერი და მოიგეს" ფარგლებში, 260 400 ლარი უკვე გათამაშდა, მოგებულია 1777 ადამიანი, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მოგებები მთელი საქართველოს მაშტაბით ფიქსირდება – თბილისში, ბოლნისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კასპში, მარნეულში.
გათამაშებების შედეგების ხილვას მომხმარებელი შეძლებს stopcov.lotto.ge-ზე, იმავე საიტზე, სპეციალურ გრაფაში "გათამაშების შედეგები" პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვისცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.
1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვისცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში, მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.