24 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
სტიქია ქობულეთში - მეწყრულმა პროცესებმა გზები 51 ლოკაციაზე ჩაკეტა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3 დღიანი გადაუდებელი წვიმების შემდეგ მეწყრული პროცესები კვლავ განვითარდა.

სოფლების შიდა და დამაკავშირებელი გზები ჩამოწოლილმა მიწამ 51 ლოკაციაზე ჩაკეტა. მეწყრული
პროცესები განვითარდა, ასევე, 15 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რაც მოსახლეობას უქმნის საფრთხეს.

გადაუღებელი წვიმების გამო გართულებულია სალიკვიდაციო და გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა ქობულეთის საგზაო დეპარტამენტი და მერიის სამსახურები უწყვეტ რეჟიმში ასრულებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.

ბოლო დღეებში სტიქიამ 24 ოჯახს დაუზიანა საცხოვრებელი სახლი და ეზოები. დაზარალებულები ქობულეთის მერიის მიერ უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

დღის ამბები