მათ, ვინც თვითიზოლაციაშია და არჩევნებში მონაწილეობა სურთ, ცესკოს 25-დან 27 სექტემბრამდე უნდა მიმართონ.
საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით.
ცესკოს ცნობით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა.