ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1181 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1179ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6582 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6532 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.005 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 25 სექტემბერს შევა.