თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხები, რომელსაც ტურისტებს სძალავდნენ - კაფე "სკარპას" მფლობელსა და მიმტანს პატიმრობა შეეფარდათ. ორივე დაკავებულს ბრალი თანხების თაღლითური გზით დაუფლებისა და ქურდობის მუხლებით აქვს წარდგენილი.
გამოძიების ინფორმაციით, კლუბის მფლობელის დავალებით, მომსახურე პერსონალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავებულ მენიუს და გაზრდილ ტარიფებს აწესებდა. შედეგად, ისინი არარეალურად მაღალ თანხას იხდიდნენ. მაგალითად, საქმეში არის ეპიზოდი, როდესაც ნასვამ ჩინელ ტურისტს ანგარიშიდან 15 000 ლარი ჩამოაჭრეს.