დღეს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის სოციალური მოდულის დანერგვის ფარგლებში, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) პროექტის - "შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა" ფარგლებში, მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.
პილოტური პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG) მხარდაჭერით.