საქართველოს 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი გაუმჯობესდა - ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია Freedom House აქვეყნებს.
ინდექსში ქვეყანას მინიჭებული აქვს 77 ქულა. ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიო ინდექსში მე-9 ადგილზეა სტატუსით "ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით".
აღსანიშნავია, რომ საქართველო ინდექსში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, იტალია, ავსტრალია, აშშ და სხვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99%, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს, მინიმუმ,3 მუნიციპალიტეტში.