სასკოლო სპორტის განვითარებას მეტი ყურადღება დაეთმობა. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ფედერაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მის უწყებასთან და ამ მხრივ, აქვს შესაძლებლობა დიდი როლი შეასრულოს მასობრივი სპორტის განვითარებაში.