27 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
კიდევ ერთი რეაბილიტირებული ლოკაცია თბილისში - ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა

თბილისს, კიდევ ერთი რეაბილიტირებული ქუჩა და სკვერი შეემატა. ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა.

კახი კალაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ "მშრალი ხიდის" მიმდებარე ტერიტორია გალამაზდა, მხატვრებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაყიდონ.

პროექტი, თბილისის განვითარების ფონდმა, "ახალი თბილისის" ფარგლებში განახორციელა.

დღის ამბები