30 აგვისტო 2026,   03:22
ვრცლად
ფოთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა
ფოთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ადგილობრივი მოსახლეობაც დააზარალა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ჯერ სენაკის, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
 
ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აჭარისა და ფიროსმანის ქუჩებზე 20-მდე სახლი დააზიანდა. გადახდილია სახურავები, ასევე წაქცეულია ხეები და ელექტროენერგიის ბოძები. უბნების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  
 
მერიაში აცხადებენ, რომ ზარალს შესაბამისი კომისია სწავლობს რის შემდეგაც დაზარალებულებს დაეხმარებიან.
 
დაზარალებულები მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გიგი უგულავამაც მოინახულა.
დღის ამბები