ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, ამცრელი პუნქტების გარდა, ქვეყნის მასშტაბით, მობილური ჯგუფებიც მოძრაობენ.
თბილისში, სპეციალურად შერჩეულ საკვანძო ლოკაციებზე, 10-ზე მეტი ავტობუსი დგას, სადაც ამცრელი პუნქტია მოწყობილი.
ვაქცინაცია წინასწარი ჩაწერის გარეშე, მარტივი რეგისტრაციით არის შესაძლებელი, თუმცა, ამის მიუხედავად, აქტივობა დაბალია.