16 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"ერთად გავცეთ პასუხი ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვას" - ქუთაისში კვლავ მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მუშაობა სწორედ ამ ქალაქში განაგრძოს

"ერთად გავცეთ პასუხი ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვას" - ამ მოწოდებით  პოსტერები გამოჩნდა დღეს ქუთაისის ქუჩებში. სამოქალაქო მოძრაობა " დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ფლაერებს ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ხმა იმ პოლიტიკურ ძალას და მერობის კანდიდატს მისცენ, რომელიც  საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მხარს საჯაროდ დაუჭერს. 

აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგია ის, რომ ქვეყნის მეორე ქალაქი გაჩერებული პროექტების ქალაქად იქცა.

" მოგიწოდებთ, 2 ოქტომბერის არჩევნებში  ხმა მისცეთ იმ პოლიტიკურ ძალას და მერობის მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მხარს საჯაროდ დაუჭერს. კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ შევურიგდებით ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვას”, – განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

დღის ამბები