ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში სერვისის მიღება შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს.
ამ ეტაპზე, მობილური ჯგუფი ახალსოფელში ემსახურება ადგილობრივებს. იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
მოძრავი პუნქტის გარდა ვაქცინაცია შესაძლებელია სოფლის ამბულატორიებსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე სამედიცინო დაწესებულებეში.