20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მეხუთე ტალღის დაწყება - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში დაბალია, რაც ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის.

გამყრელიძემ მეხუთე ტალღის რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა ექნება რესპირატორული ვირუსების სეზონსაც.

"სამწუხაროდ, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ძალიან დაბალია - 43%, რაც დაუშვებელია.

თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და იქნება შედარებით მსუბუქი. მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი - წელს გრიპი იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო, თუ - უფრო აქტიური. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ახლა ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და მეტად გააქტიურებაა. გამყრელიძე ამბობს, რომ მომავალი 90 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ამცრელი ბრიგადები უფრო მეტად მობილურები უნდა გახდნენ.

დღის ამბები