20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
თბილისის მერიამ ვარკეთილში მდებარე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა

თბილისის მერიამ ვარკეთილში მდებარე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოს შედეგებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები.

პარკის ცენტრალურ ნაწილში, განთავსდა მუსიკალური შადრევანიც. სამუშაოების ღირებულება 5 100 000 ლარია.

"ეს ტერიტოტია იყო მძიმე მდგომარეობაში და ჩვენი დაპირება იყო, რომ მთლიანად იქნებოდა მოწესრიგებული. დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ გავხსნა გავხსნა მოწესრიგებული პარკი,"აღნიშნა თბილისის მერმა, თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ.

 

დღის ამბები