პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად "ქართული ოცნების" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, უნდა მოხდეს სტუდენტური ცხოვრების ინტეგრირება ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან, რათა ქუთაისი განათლების და კულტურის ცენტრად რეალურად იქცეს.
ორგანიზაციის ოფისში, ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ იდეებისა და გეგმების ერთმანეთთან გაზიარება მოხდა.