27 ოქტომბერი 2021,   10:13
ვრცლად
სტუდენტი, რომელიც გამოძახებული ტაქსის მაგივრად სხვა მანქანაში ჩაჯდა სასტიკად მოკლული იპოვეს - საზარელი შემთხვევა აშშ-ში

სტუდენტ სამანტა ჯოზეფსონს უნივერსიტეტის დასრულებასთან მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებდა და მზად იყო, თავისი მსოფლხედვით სამყარო შეეცვალა, როდესაც სასტიკად მოკლული იპოვეს.

 გოგონამ ამერიკაში სასწავლებლად სრული დაფინანსება 2019 წელს მოიპოვა. სამანტას ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 2021 წლის 28 მარტს ყველაფერი შეიცვალა.

ახალგაზრდა სტუდენტი კოლუმბიაში ყოფნისას ერთ საღამოს მის მეგობრებსა და შეყვარებულს შეხვდა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. სამანტამ ღამის 02:09 საათზე "უბერის" ტაქსი გამოიძახა. მას Chervolet Impala-ს მარკის შავმა მანქანამ მიაკითხა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ 21 წლის სტუდენტი შეცდომით სხვა მძღოლს დაემგზავრა. მის მიერ გამოძახებულ ტაქსის კი ადგილზე არავინ დახვდა, ამიტომ შეკვეთა გააუქმა და გზა განაგრძო.

ახალგაზრდა ქალის ძებნა ახლობლებმმა და სამართალდამცველებმმა მეორე დღიდან დაიწყეს, გვამი საბოლოოდ ტაქსის გამოძახების ადგილიდან 65 მილის მოშორებით მდებარე ტყეში იპოვეს.

დანით მიყენებული 120-ზე მეტი ღრმა ჭრილობა, მრავლობით დაზიანება და ჩალურჯებები - ეს ექსპერტიზის დასკვნიდან მცირე ამონარიდია, რომელიც გვამს ჩაუტარდა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, მკვლელის მანქანიდან გაქცევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვინაიდან ავტომობილის კარი მხოლოდ გარედან იღებოდა.

საბოლოოდ, ეჭვმიტანილი ნათანიელ როულანდი 30 მარტს დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დანა, რომლითაც ახალგაზრდა გოგო იქნა მოკლული. ასევე საწმენდი საშუალებები, რომელსაც მკვლელი კვალის დასაფარავად იყენებდა.

ნათანიელ როულანდის სასამართლო ივლისში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. ეჭვმიტანილი ბრალდებას არ აღიარებს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები