20 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
რატომ არ განახორციელეს თავიანთი უფლებები 2012-2014 წლებში - პაატა სალიას განმარტებით, აქიმიძისა და დვალის არგუმენტები არადამაჯერებელია

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს საქმის საბოლოო შედეგზე, ვინაიდან საქმე ხანდაზმულია.

როგორც პაატა სალია ამბობს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი კითხვები ეხებოდა იმას, თუ რატომ არ მიმართეს მათ სასამართლოს 2012-2014 წლებში, რაზეც, მისივე თქმით, დამაჯერებელი პასუხები ვერ მოისმინა. 

"გავლენა, ჩემი აზრით, არცერთ მტკიცებულებას, რომელიც საქმეშია, საქმის საბოლოო შედეგზე არ შეუძლია მოახდინოს, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი არის ხანდაზმული. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, კითხვები დაგვესვა ერთმანეთისთვის. ჩემი შეკითხვები, ძირითადად, ეხებოდა იმას, თუ რატომ არ განახორციელეს თავიანთი უფლებები 2012-ში, 2013-ში, 2014 წელს, სანამ ქიბარ ხალვაში სარჩელს შეიტანდა სასამართლოში, რატომ არ მიმართეს მათ სამოქალაქო სასამართლოს, რატომ გაუშვეს ხანდაზმულობის ვადები.

პასუხი იყო, რომ იმედოვნებდნენ, რომ პროკურატურა ოდესმე გამოიძიებდა ამ საქმეს და რაღაც შედეგს დააყენებდა. აბსოლუტურად აცდენილია მათი მოლოდინები იმ სამართლებრივ რეალობას და პროცედურებს, რაც ქვეყანაში არსებობს. ქიბარ ხალვაშის 2 ჩვენება დევს საქმეში, რაც გაკეთებულია სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად, რაც არ უნდა დამასუსტებელი შეკითხვები დასვან, ჩემი აზრით, იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ გასცემს, ვიდრე აქვს გაცემული პროკურატურაში,"- განაცხადა პაატა სალიამ. 

დღის ამბები