საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, კვერცხი ესროლეს.
შემთხვევა ქალაქ ლიონში, კვებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო გამოფენაზე ვიზიტის დროს მოხდა.
უსაფრთხოების სამსახურმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.
ინციდენტის მოტივი უცნობია.