20 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ ყარაბაღის ომთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ ყარაბაღის ომთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რასაც აზერბაიჯანული მხარე გეგმავდა კონფლიქტის დროს.

"დღევანდელი დღე აზერბაიჯანის ისტორიაში დაღუპულთა ხსოვნის დღეა. მოგეხსენებათ, გასული წლის 27 სექტემბერს ჩვენ იძულებულები გავხდით თავდაცვის მიზნით საპასუხო ნაბიჯები გადაგვედგა, რაც სრული საერთაშორისო ჰუმანიტარული ზომების ფარგლებში მიმდინარეობდა,"-განაცხადა აზერბაიჯანის კონსულმა საქართველოში ელდარ ბაირამოვმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ყარაბაღის ომს აშუქებდნენ.

"ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის გადაღება, აფეთქებული სახლების, დაზარალებული მოსახლეობის. ვისურვებდი, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს, სიმშვიდე იყოს, ამ სიმშვიდეზეა დამოკიდებული სტაბილურობა რეგიონში,"- აღნიშნავს "კურიერის" ჟურნალისტი დავით ცაგარელი. 

დღის ამბები