აფხაზეთის ომის შემდეგ უკვე 28 წელია გასული. დაღუპული მებრძოლების გასახსენებლად დღეს გმირთა მემორიალთან მთავრობის ხელმძღვანელი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების შეფასებით, კონფლიქტების მოსაგვარებლად სამშვიდობო ინიციატივას ალტერნატივა არ აქვს.
ქვეყნის ერთიანობითვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც მიაგეს. ლიდერები სხვადასხვა პარტიიდან საერთო მიზნისთვის საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში დაიწყო. ომი 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, ომის ტრაგედიას ცხადად იხსენებენ.
1992-93 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 300 000-მა ადამიანმა დაკარგა. საქართველოს ტერიტორიების 20% კი ამ დრომდე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.