85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დავით სოკოლოვი ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან "მოამბის" წამყვანი იყო, მას, ასევე, მიჰყავდა არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა. პარალელურად, მუშაობდა რადიოშიც.