გერმანიაში ანგელა მერკელის ხანა დასრულებულია, მასთან ერთად სრულდება ქრისტიან-დემოკრატების 16 წლიანი მმართველობაც.
სახელმწიფო სათავეში ბრუნდება გერჰარდ შროდერის პარტია სოციალ-დემოკრატები, თუმცა მის ახალ ლიდერს, ოლაფ შოლცს ამისთვის ორ პარტიასთან კოალიცია სჭირდება.
სამი პარტიის შეთანხმებას მთავრობის პორტფელებზე თვეები დასჭირდება, ამიტომ ფრაუ მერკელი ჯერ ისევ რჩება სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.
ბუნდესტაგის არჩევნების წინასწარი მონაცემებით ქრისტიან-დემოკრატებმა სოციალ-დემოკრატებთან 2 პროცენტით წააგეს.
აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, სოციალ-დემოკრატები რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეები არიან და ამის კარგი მაგალითია გერჰარდ შროდერი, რომელიც კანცლერის პოსტის დატოვების შემდეგ რუსული გიგანტის როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.