დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლას ვერ ახერხებენ. როგორც თავად აცხადებენ, მათ დეკანოზთან შეხვედრის საშუალება უკვე წელიწადზე მეტია არ ეძლევათ. მათივე თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი, რათა ადვოკატებს არ ჰქონდეთ მასთან კომუნიკაციის საშუალება.
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კი ამბობენ, რომ ვიზიტისთვის განკუთვნილი ადგილი დაკავებულია.
"დეკანოზის მხრიდან სულ რამდენიმე დღის უკან მოვიდა წერილი, სადაც ითხოვს, რომ მე და ბატონი გიორგი ფანცულაია სასწრაფოს შევსულიყავით მასთან. შესაბამისად, ჩვენ როგორც მისი უფლებების დამცველნი და იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენ წამოვედით, მაგრამ როგორც ყოველთვის, დღესაც დილიდან არის შემდეგი პასუხი შესვლაზე - რომ "დაკავებულია, ადგილი არ არის და ვერ გეტყვით როდის მოგიწევთ". ეს არის მიზანმიმართული, რომ ჩვენ არ გვქონდეს კომუნიკაცია,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.