4 ოქტომბრიდან სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით განახლდება.