4 ოქტომბრიდან ბავშვთა გასართობი ცენტრები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.
გიორგი ღიბრაძის თქმით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე მუშაობას განაახლებენ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებიც.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით განახლდება.