20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის 250-ზე მეტი საკარანტინო სივრცე და კოვიდ-სასტუმრო დააჯილდოვეს

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, საკარანტინო და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტი საკარანტინო სივრცე და კოვიდ-სასტუმო პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ნომინაციებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნათია თურნავამ სასტუმრო სექტორის წარმომადგენლებს და მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის.

"ესაა მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია - ვაჯილდოვებთ კოვიდ-სასტუმროებს და იმ სასტუმროებს, რომლებმაც ამ ურთულეს პერიოდში ძალიან დიდი თანადგომა გაგვიწიეს ჩვენ, მთავრობას, ჯანდაცვის სექტორს და მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობას, იმის გამო, რომ მათთვის არადამახასიათებელ ფუნქციას შეეჭიდნენ და წარმატებით გაართვეს თავი," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში.

დღის ამბები