"თელასის" ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონში სხვადასხვა სამუშაოების გამო ხვალ, 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
იხილეთ უბნების ჩამონათვალი:
ვაკის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 14:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, გამრეკელის, ძოწენიძის, ხომლის, ჩხიკვაძის, ნუცუბიძის, ამაშუკელის, ჟღენტის, პიკასოს, კაპანელის, გურიელის, აბულაძის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, პავლე ასლანიდის და ფიზკულტურის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის, დიდი ხეივნის, დიმიტრი გულიას, გულუას, კოტე აფხაზის, ვერცხლის, გიორგი ნიკოლაძის, გორგასლის, წითლანაძის, ახალი რეხის, უსახელოურის, ნიშნიანიძის, ბადაგის და საბატონოს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.