20 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"თუ მშობლები შენიშნავენ, რომ ბავშვს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, არ უნდა წაიყვანონ სკოლაში და დატოვონ იზოლაციაში" - მაკა ბულეიშვილი

"უსაფრთხო სკოლის" კონცეფცია - ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ინაცვლებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული ახალი მიდგომა ითვალისწინებს როგორც პედაგოგის, ისე ბავშვის მშობლის აცრას. რამდენი პირია აცრილი კონკრეტულ სასწავლებელში - ამის კონტროლი, უშუალოდ, სკოლის დირექტორებს დაევალათ.

რაც შეეხება 12 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას, იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს. მანამდე კი მედიკოსები მოსახლეობას აცრის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.

"თუ გვინდა, რომ ნორმალურ, ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, ჩვენმა ბავშვებმა ისწავლონ, ჩვენი ბავშვები განვითარდნენ, მშობლებიც, მასწავლებლებიც უნდა იყვნენ აცრილები, მაგრამ ბავშვებისთვის ისეთი დამაზიანებელი მოქმედება არ აქვს კორონავირუსს, რადგან მათთან მიდის მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმით, მათ შეიძლება - პირიქით, დააინფიცირონ ბებია-ბაბუები, რომელთათვისაც, შეიძლება, ფატალურად დასრულდეს ვირუსი," - ამბობს პედიატრი თემურ მიქელაძე. 

პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი კი აცხადებს, რომ როდესაც სასწავლო დაწესებულებებში მობილობა გაიზრდება, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა. 

"მთავარია ყურადღებით იყვნენ მშობლები, თუ შენიშნავენ, რომ ბავშვს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, არ წაიყვანონ სკოლაში და დატოვონ იზოლაციაში," - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა

დღის ამბები