ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე პოლიციამ გორში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი თბილისში მოხდა. სახის არეში მიყენებული დაზიანებების გამო საჭირო გახდა ტრანსგენდერი ქალის საავადმყოფოში გადაყვანა.
დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის შვილია. მომხდარს კანდიდატი პოლიტიკური მოტივებით ხსნის. სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს ერთი წლით პატიმრობა ემუქრება.
"მეგობრისგან გავიგე, რომ გაგვაჩერესო, გვარები გვკითხეს და გვარების მიხედვით მერე, ჩემს შვილს, ლუკას უთხრეს, რომ დაბრძანდი მანქანაში, რაღაც საქმეები გვაქვს შენთან გასარკვევიო. ვერ გაგვიგია ჯერ სად ჰყავთ დაკავებული და მიზეზი საერთოდ არ ვიცით. მე პოლიტიკურ მიზეზს ვუკავშირებ, სახვა არაფერი არ შემიძლია ვთქვა," - ამბობს სოფელ კარბის მაჟორიტარობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ბიძინაშვილი.