20 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღება - დაკავებულია სომხეთის მოქალაქე

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე სომხეთის მოქალაქეა დაკავებული. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა 3000-ზე მეტი რაოდენობის ყალბი აქციზური მარკა თბილისში 2700 დოლარად გაყიდა - მოქალაქე სწორედ რეალიზაციის დროს აიყვანეს.

დაკავებულს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

დღის ამბები