"ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახაბერ ლაბუჩიძემ პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად ავლაბარში კარდაკარი გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
კახაბერ ლაბუჩიძემ ყველა ხალხმრავალი ადგილი მოინახულა და მოქალაქეებს საარჩევნო ფლაერები გადასცა. ასევე, ისაუბრეს რაიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.